პროექტის შესახებ
„დასვით სამი შეკითხვა“ (Ask Three Questions) არის ახალი მიდგომა ურთიერთობაში იძულებისა და კონტროლის იდენტიფიცირებისთვის.
მონაწილის შესახებ ინფორმაცია
გვსურს მოგიწვიოთ, მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს კვლევაში „დასვით სამი შეკითხვა“ (Ask Three Questions). მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მონაწილეობის შემთხვევაში თქვენი ვინაობის დადგენა შეუძლებელი იქნება. თუ თანახმა ხართ მონაწილეობაზე, უნდა უპასუხოთ 12 შეკითხვას.
კვლევის შესახებ
ეს კვლევა ეხება ადრეული ურთიერთობების არაფიზიკურ იძულებას და კონტროლს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ის ხშირად მიდის ფიზიკურ შეურაცხყოფამდე. ჩვენ ვეძებთ 18 წელზე უფროსი ასაკის მონაწილეებს, რომლებიც ამჟამად ურთიერთობაში არიან. კვლევაში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 5 წუთს წაგართმევთ.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია, „სამი შეკითხვის დასმის“ (Ask Three Questions) ინსტრუმენტის ვალიდაცია.
რატომ მომიწვიეს კვლევაში?
მიზანი არის მონაწილეების ჩართვა, რომლებიც ურთიერთობაში არიან.
აუცილებლად უნდა მივიღო მონაწილეობა?
მონაწილეობის მიღება სრულიად ნებაყოფლობითია.
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მონაწილეობა მიიღოთ თუ არა. თუ თანახმა ხართ მონაწილეობაზე, თქვენ მოგეთხოვებათ თანხმობის მიცემა ციფრულად. ბრაუზერის ჩანართის დახურვით შეგიძლიათ, გამოხვიდეთ სისტემიდან, თქვენი მონაცემების გაგზავნამდე, მიზეზის დასახელების გარეშე.
რა მომივა, თუ მონაწილეობას მივიღებ?
თუ თანახმა ხართ მონაწილეობაზე, უნდა უპასუხოთ 12 შეკითხვას.
ხარჯები და გადახდები
თქვენი დროის დახარჯვისთვის ანაზღაურება არ არის.
რა მონაცემები შეგროვდება?
ჩვენ შევაგროვებთ პასუხებს ანონიმურ დახურულ შეკითხვებზე თქვენი ურთიერთობის შესახებ.
რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მონაწილეობის მიღებას?
ზოგიერთი შეკითხვა, შესაძლოა, თქვენთვის მგრძნობიარე აღმოჩნდეს. თუმცა, თქვენ გაქვთ ვარიანტი „მირჩევნია, არ ვთქვა“, თუ არ გსურთ პასუხის გაცემა.
რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მონაწილეობის მიღებას?
თქვენ შეიძლება არ მიიღოთ რაიმე პირდაპირი პირადი სარგებელი მონაწილეობისგან, მაგრამ მათ, ვინც განიცდის იძულებას და კონტროლს ურთიერთობაში, შეიძლება ჰქონდეს სარგებელი ამ სამუშაოს შედეგებით.
დარჩება თუ არა ჩემი მონაცემები კონფიდენციალურად?
პირადი მონაცემები არ შეგროვდება. მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება Keele University-ის ღია მონაცემთა შენახვის პოლიტიკის (Open Data Retention Policy) შესაბამისად. ანონიმური მონაცემები, რომლებიც არ ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას, საჯაროდ გაზიარდება პროექტის დასრულებისას და გახდება ღიად ხელმისაწვდომი.
რა მოხდება, თუ არ მსურს კვლევაში მონაწილეობს გაგრძელება?
თქვენ შეგიძლიათ, შეწყვიტოთ მონაწილეობა თქვენი ბრაუზერის ჩანართის დახურვით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეუძლებელი იქნება თქვენი მონაცემების ამოღება გაგზავნის შემდეგ, რადგან მონაცემები ანონიმურად იგზავნება.
რა მოხდება, თუ პრობლემა არსებობს?
თუ გაქვთ შეკითხვა, შეშფოთება ან პრეტენზია ამ კვლევასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდეთ მკვლევრებს კონფიდენციალურად, შემდეგ მისამართზე: AskThreeQ@gmail.com და დატოვოთ „საგნის“ ხაზი ცარიელი. ელფოსტის საშუალებით მიღებული გამჟღავნება კონფიდენციალურად განიხილება.
თუ თქვენი შეშფოთება ან საჩივარი ვერ გადაწყდება კვლევის ჯგუფის მიერ, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ FMHS კვლევის ეთიკის კომიტეტს (Research Ethics Committee) health.ethics@keele.ac.uk-ის მეშვეობით.
ვინ აფინანსებს კვლევას?
ამ კვლევას აფინანსებს კილის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტი (Keele University Institute for Global Health and Wellbeing).
ვინ განიხილა კვლევა?
კვლევა, რომელშიც მონაწილეობენ ადამიანები, განიხილება ეთიკის კომიტეტის მიერ, რათა უზრუნველყოს მონაწილეთა ღირსებისა და კეთილდღეობის დაცვა.
ამ კვლევას აქვს დადებითი ეთიკური შეფასება Keele University FMHS ფაკულტეტის კვლევის ეთიკის კომიტეტის (Keele University FMHS Faculty Research Ethics Committee) მიერ.